„არვე“ — პირველი ქართული საერთაშორისო ტექსტილის ბრენდი, რომელიც აწარმოებს პრემიუმ ხარისხის ბამბის მაისურებს და ჩანთებს, სპეციალურად საქართველოსთვის!
ჩვენი ისტორია დაიწყო თბილისში, 2015 წელს. მაშინ წარმოუდგენელი იყო ის, რაც დღეს რეალობად იქცა — საკუთარი ტექსტილის წარმოება ინდოეთში, გაყიდვები 10 ქვეყანაში და ათასობით კმაყოფილი მომხმარებელი.

2025 წელს არვემ საქართველოში დაიწყო საკუთარი პროდუქციის ონლაინ გაყიდვა — და ჩვენი მიზანია, მივაწოდოთ კომფორტული, გამძლე და ევროპული სტანდარტით დამზადებული მაისურები და ჩანთები ყველა მომხმარებელს.
ჩვენ არ ვეყრდნობით შემთხვევით შერჩეულ მასალებს. პირადად ვარჩევთ ბამბის სახეობას, ძაფს და ქსოვილის სიმჭიდროვეს, რათა არვეს პროდუქცია მორგებული იყოს ქართულ კლიმატსა და სტილს.

🧵 ჩვენი ბამბის მაისურები იდეალურია როგორც ყოველდღიურად ჩასაცმელად, ასევე ბეჭდვისთვის — კომფორტული ზაფხულში, რბილი ზამთარში.
👜 ჩვენი ნაჭრის ჩანთები კი არა მხოლოდ ეკო-მეგობრულია, არამედ შესანიშნავი არჩევანია როგორც საყიდლებისთვის ასევე ბრენდირებისთვის.
გვახარებს, რომ ჩვენი შრომის ნაყოფი დღეს თქვენამდე მოდის.
„არვე“ — ტანსაცმელი, რომელიც შენს ყოველდღიურობას ერწყმის.